კომპონენტები, ინდექსში არსებული მაჩვენებლების შეფასება და ხვედრითი წილი
2019 წლის კვლევა ეფუძნება 3 სფეროს, 11 კატეგორიას, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული შესაბამისი ხვედრითი წონა, და ჯამში 148 მაჩვენებელს ეფუძნება.
სფეროები:
მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის (76 მაჩვენებელი აფასებს იმას, თუ რამდენად ადექვატურად ემსახურება მუნიციპალიტეტი მოსახლეობას);
მუნიციპალიტეტი მეწარმეობისთვის (29 მაჩვენებელი აფასებს იმას, თუ რამდენად ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი მეწარმეობას);
მუნიციპალიტეტის ეფექტიანობა (43 მაჩვენებელი აფასებს იმას, თუ რამდენად ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტი.
კატეგორიები
კომუნალური მომსახურება - 8%;
ინფრასტრუქტურა და გარემო - 10 %
ტრანსპორტი - 8%;
განათლება - 8%;
ჯანმრთელობის დაცვა - 8%;
სოციალური უზრუნველყოფა - 8%;
ინვესტიციები - 10%;
გადასახადები - 10%;
ბიუჯეტი - 10%;
აქტივების მართვა - 10%;
ადმინისტრაციული რესურსების მართვა - 10%.
კვლევას დაქვემდებარებული მუნიციპალიტეტები
2019 წლის კვლევა ეხება ქვეყნის 5 თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტების საქმიანობას 2018 წლის მონაცემების მიხედვით.
ესენია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი.
2020 წლიდან იგეგმება კვლევის განვრცობა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტზე.
თვითმმართველი ქალაქები და რაიონული მუნიციპალიტეტები შეფასდება დამოუკიდებლად.