ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში მონაწილეობს 2015 წლიდან. მიმდინარე წლის მონაცემები მოწოდებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ. კვლევის ძირითდი კითხვარის მიხედვით შედგენილი მონაცემები ეფუძნება 2018 წლის მაჩვენებლებს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელს შეადგენდა 152 839 ადამიანს და შესაბამისად ყველა შეწონილი მონაცემი დაფუძნებულია ამ რაოდენობაზე.
2019 წლის კვლევისთვის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მხრიდან ინფორმაცის მოწოდების დონე მთლიან მაჩვენებელთან შედარები 99.3%, ეს თავის მხრივ წინა, 2018 წლის კვლევასთან შედარებით რადიკალურად გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ბათუმის მუნიციპალიტეტის მხრიდან ინფორმაციის მოწოდების დონე 2018 წლის ინდექსში იყო მხოლოდ 20 %, 2017 წელს იყო 95%, 2016 წ. – 98%, ხოლო 2015 წ. 58%.
2019 წლის შედეგებით ბათუმი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს 67.58 სარეიტინგო ქულით, რაც 2018 წელთან შედარებით ასევე დიამეტრალურად განსხვავებული შედეგია, 2017 წლის შედეგებით ბათუმი რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებდა 61.65 სარეიტინგო ქულით, 2016 წ. მე-3, ხოლო 2015 წელს 1 ადგილს 61.62 ქულით.
2019 წლის სარეიტინგო კვლევაში ქ. ბათუმის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: ინფრასტრუქტურა და გარემო (Infrastructure and environment), ტრანსპორტი (Transport), განათლება (Education), საგადასახადო ტვირთი (Tax burden), აქტივების მართვა (Assets management) და ადმინისტრირება (Administration) კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებულმა ყველაზე მაღალმა სარეიტინგო ქულებმა.
შესაბამისად დანარჩენი 6 კატეგორია და შესაბამისი მაჩვენებლები არის ის მთავარი გამოწვევები რომელთა დაფარვის არეალიც უნდა იქცეს მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მოტივატორად, ეს კატეოგრიებია: კომუნალური მომსახურება (Utility Services), ჯანდაცვა (Healthcare), პირობები ინვესტორებისთვის (Conditions for Investment), სოციალური უზრუნველყოფა (Social Security), ბიუჯეტი (Budget).
შესაბამისად ამ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ყურადღების კონცენტრირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა (მაგ. პირველ ეტაპზე ამომწურავი ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ კატეგორიებზე) რეალურ შედეგებს მოუტანს მუნიციპალიტეტს როგორც შემდგომი წლების კვლევებში რეიტინგის ქულების თვალსაზრისით ამ მიმართულებით, ისე უკვე არსებული მაღალი შედეგების მქონე კატეგორიებში პროგრესის მიღწევის მიმართულებითაც.