ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში მონაწილეობს 2015 წლიდან. მიმდინარე წლის მონაცემები მოწოდებულია ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ. კვლევის ძირითდი კითხვარის მიხედვით შედგენილი მონაცემები ეფუძნება 2018 წლის მაჩვენებლებს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელს შეადგენდა 141 000 ადამიანს და შესაბამისად ყველა შეწონილი მონაცემი დაფუძნებულია ამ რაოდენობაზე.
2019 წლის კვლევისთვის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ინფორმაცის მოწოდების დონე მთლიან მაჩვენებელთან შედარებით 99.3%-ია, ეს თავის მხრივ წინა, 2018 წლის კვლევასთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის მოწოდების დონე 2018 წლის ინდექსში იყო 85 %, 2017 წელს იყო 98%, 2016 წ. – 94%, ხოლო 2015 წ. 92%.2019 წლის შედეგებით ქუთაისი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს 62.55 სარეიტინგო ქულით, რაც 2018 წელთან შედარებით გაზრდილი სარეიტინგო მაჩვენებელია 52.62, 2017 წელი რჩება ჯერჯერობით ქუთაისის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლად, ამ წელს ქუთაისი რეიტინგის ლიდერი იყო 66.12 სარეიტინგო ქულით, 2016 წლის რეიტინგშიც ქუთაისი ლიდერი იყო, თუმცა ნაკლები სარეიტინგო ქულით - 51.88, ხოლო 2015 წელს ქუთაისი მე-3 იყო 54.68 ქულით.
2019 წლის სარეიტინგო კვლევაში ქ. ქუთაისის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: ჯანდაცვა (Healthcare), სოციალური უზრუნველყოფა (Social Security), ბიუჯეტი (Budget) და ადმინისტრირება (Administration) კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებულმა ყველაზე მაღალმა სარეიტინგო ქულებმა. შესაბამისად დანარჩენი 7 კატეგორია და შესაბამისი მაჩვენებლები არის ის მთავარი გამოწვევები რომელთა დაფარვის არეალიც უნდა იქცეს მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მოტივატორად, ეს კატეგორიებია: კომუნალური მომსახურება (Utility Services), ინფრასტრუქტურა და გარემო (Infrastructure and environment), პირობები ინვესტორებისთვის (Conditions for Investment), ტრანსპორტი (Transport), განათლება (Education), საგადასახადო ტვირთი (Tax burden), აქტივების მართვა (Assets management).შესაბამისად ამ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ყურადღების კონცენტრირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა (მაგ. პირველ ეტაპზე ამომწურავი ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ კატეგორიებზე და შემდგომ ეტაპზე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტული წინადადებების და რეფორმების განხორციელება) რეალურ შედეგებს მოუტანს მუნიციპალიტეტს როგორც შემდგომი წლების კვლევებში რეიტინგის ქულების გაუმჯობესების თვალსაზრისით ამ მიმართულებით, ისე უკვე არსებული მაღალი შედეგების მქონე კატეგორიებში დადებითი დინამიკის მიღწევის მიმართულებითაც.