ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში მონაწილეობს 2015 წლიდან. მიმდინარე წლის მონაცემები მოწოდებულია ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ. კვლევის ძირითდი კითხვარის მიხედვით შედგენილი მონაცემები ეფუძნება 2018 წლის მაჩვენებლებს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელს შეადგენდა 43 493 ადამიანს და შესაბამისად ყველა შეწონილი მონაცემი დაფუძნებულია ამ რაოდენობაზე.2019 წლის კვლევისთვის ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ინფორმაცის მოწოდების დონე მთლიან მაჩვენებელთან შედარებით 98.6%-ია, ეს თავის მხრივ წინა, 2018 წლის კვლევასთან შედარებით 9.6 პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ფოთის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის მოწოდების დონე 2018 წლის ინდექსში იყო 89%, 2017 წელს იყო 90%, 2016 წ. – 79%, ხოლო 2015 წ. - 81%.2019 წლის შედეგებით ფოთი რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს 51.25 სარეიტინგო ქულით, რაც 2018 წელთან შედარებით გაზრდილი სარეიტინგო მაჩვენებელია 50.31, 2018 წელი რჩება ჯერჯერობით ფოთის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლად. 2017 წლის რეიტინგში ფოთი მე-6 ადგილს იკავებდა 51.24 სარეიტინგო ქულით (ამ წლის კვლევა ეფუძნებოდა 12 თვითმმართველი ქალაქიდან მიღებულ მონაცემებს), 2016 წელს მე-4 იყო 49.41 ქულით, ხოლო 2015 წელს ფოთი მე-5 იყო 47.16 ქულით.2019 წლის სარეიტინგო კვლევაში ქ. ფოთის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: პირობები ინვესტორებისთვის (Conditions for Investment), ბიუჯეტი (Budget) და ადმინისტრირების (Administration) კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებულმა მაღალმა სარეიტინგო ქულებმა. შესაბამისად დანარჩენი 8 კატეგორია და შესაბამისი მაჩვენებლები არის ის მთავარი გამოწვევები რომელთა დაფარვის არეალიც უნდა იქცეს მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მოტივატორად, ეს კატეგორიებია: კომუნალური მომსახურება (Utility Services), ჯანდაცვა (Healthcare), სოციალური უზრუნველყოფა (Social Security), ინფრასტრუქტურა და გარემო (Infrastructure and environment), ტრანსპორტი (Transport), განათლება (Education), საგადასახადო ტვირთი (Tax burden), აქტივების მართვა (Assets management).შესაბამისად ამ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ყურადღების კონცენტრირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა (მაგ. პირველ ეტაპზე ამომწურავი ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ კატეგორიებზე და შემდგომ ეტაპზე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტული წინადადებებს და რეფორმების განხორციელება) რეალურ შედეგებს მოუტანს მუნიციპალიტეტს, როგორც შემდგომი წლების კვლევებში რეიტინგის ქულების გაუმჯობესების თვალსაზრისით - ამ მიმართულებით, ისე უკვე არსებული მაღალი შედეგების მქონე კატეგორიებში დადებითი დინამიკის მიღწევის მიმართულებითაც, რადგან ქ. ფოთის საბოლოო შედეგები მიმდინარე წლის რეიტინგში საშუალო შეფასებით საკმაოდ დაბალია, როგორც სფეროების მიმართულებით ისე ცალკეული კატეგორიების რეიტინგშიც.