ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში მონაწილეობს 2015 წლიდან. მიმდინარე წლის მონაცემები მოწოდებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის,ეკონომიკური განვითარების განყოფილების მიერ. კვლევის ძირითდი კითხვარის მიხედვით შედგენილი მონაცემები ეფუძნება 2018 წლის მაჩვენებლებს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელს შეადგენდა 1 158 677 ადამიანს და შესაბამისად ყველა შეწონილი მონაცემი დაფუძნებულია ამ რაოდენობაზე.
2019 წლის კვლევისთვის ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან ინფორმაცის მოწოდების დონე მთლიან მაჩვენებელთან შედარებით 87%-ია, ეს თავის მხრივ წინა, 2018 წლის კვლევასთან შედარებით 1.8 პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. რუსთავის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის მოწოდების დონე 2018 წლის ინდექსში იყო 85.2%, 2017 წელს იყო 94%, 2016 წ. – 95%, ხოლო 2015 წ. - 91%, ინფორმაციის მოწოდების ხარისხი რუსთავის შემთხვევაში ბოლო 2 წლის მანძილზე უარესდება, რაც თავის მხრივ მოქმედებს მუნიციპალიტეტის რეიტინგზე ინდექსის კვლევაში.
2019 წლის შედეგებით რუსთავი რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს 28.33 სარეიტინგო ქულით, რაც 2018 წელთან შედარებით - 15.47 პუნქტით ნაკლებია. 2017 წლის რეიტინგში რუსთავი მე-5 ადგილს იკავებდა 51.80 სარეიტინგო ქულით (ამ წლის კვლევა ეფუძნებოდა 12 თვითმმართველი ქალაქიდან მიღებულ მონაცემებს), რუსთავი 2016 წელს მე-4 იყო 43.61 ქულით, ხოლო 2015 წელს ასევე მე-4 იყო 54.29 ქულით, ჯერჯერობით რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის 2017 წელი რჩება საუკეთესოდ შედეგის თვალსაზრისით.
2019 წლის სარეიტინგო კვლევაში ქ. რუსთავის შედეგებში მონაცემები 3 სფეროს 11-ე კატეგორიაში საშუალოზე დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება შესაბამისად ამ კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებული სარეიტინგო ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი მუნიციპალიტეტის ეფექტიანობის წარმოსაჩენად და საბოლოო ჯამში გავლენა ვერ მოახდინა მუნიციპალიტეტის სარეიტინგო ქულაზე.
შესაბამისად ამ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ყურადღების კონცენტრირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა (მაგ. პირველ ეტაპზე ამომწურავი ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ კატეგორიებზე და შემდგომ ეტაპზე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტული წინადადებებს და რეფორმების განხორციელება) რეალურ შედეგებს მოუტანს მუნიციპალიტეტს, როგორც შემდგომი წლების კვლევებში რეიტინგის ქულების გაუმჯობესების თვალსაზრისით - ამ მიმართულებით, ისე უკვე არსებული მაღალი შედეგების მქონე კატეგორიებში დადებითი დინამიკის მიღწევის მიმართულებითაც, რადგან ქ. თბილისის საბოლოო შედეგები მიმდინარე წლის რეიტინგში საშუალო შეფასებით საკმაოდ დაბალია, როგორც სფეროების მიმართულებით ისე ცალკეული კატეგორიების რეიტინგშიც, უმთავრესი მიზეზი კი ინფორმაციის მოწოდების დაბალი ხარისხია.