მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა 2023
კვლევა ეყრდნობა 2022 წლების მაჩვენებლებს

 

ჩანაფიქრი

პროექტი ამოცანაა შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება:
მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე დაკვირვება და განსაჯაროებაზე;
ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და სხვ. საკითხებზე გავლენის შესწავლა;
შეფასება და ურთიერთშედარება;
შეჯიბრობითობის წახალისება;
ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების ჩამოყალიბება, როგორც საკუთრივ თვითმმართველობისხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნით, ისე მოსახელობის კეთილდღეობის ამაღლებისა და მათი სამეურნეო საქმიანობისთვის კიდევ უფრო უკეთესი პირობების ჩამოსაყალიბებლად.

ინდექსის არსი და მიდგომა

სუბსიდიარობა
სახელმწიფო, როგორც ბოლო ინსტანცია
მეტი უფლებები ადგილებზე
კონკურენცია
პრობლემების მოგვარებაში უნდა ჩაერთოს
მეტი უფლებები კერძო სექტორს
ანგარიშვალდებულება
ჩართულობა
მეტი უფლებები მოსახლეობას

2020 წელს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა გაიყო 2 მიმართულებით. შედეგად, ინდექსის კვლევა 5 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მუნიციპალიტეტის გარდა საქართველოს ყველა რეგიონის 20 თვითმმართველი თემის სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტის მუშაობის ეფექტიანობის გაზომვას დაეფუძნა. როგორც საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში, ისე მათ უფლებამოსილების გარეთ არსებული, მაგრამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აუცილებელი, მათი საცხოვრებელი გარემოს მონიტორინგის და მასზე რეაგირების პროცესის შეფასების ინსტრუმენტი.

„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსზე“ მუშაობა „აესკოს“ ინიციატივითა და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით დაიწყო, 2016 წლიდან კი, ჩვენი პროექტის მთავრი პარტნიორი გერმანული ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი და ამერიკული ატლასის საერთაშორისო  ქსელი გახდა.

„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი“ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს და შედარდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობის  ეფექტიანობა,  მათ  ტერიტორიაზე  მოქალაქეთა ცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გარემო.

კვლევის ამოცანა არის ინდექსი იქცეს თვითმმართველობის სრულყოფის მექანიზმად საქართველოში, მისი გაუმჯობესების გზამკვლევად.  ნახეთ სრულად

თბილისი / TBILISI ფოთი / POTI რუსთავი / RUSTAVI ბათუმი / BATUMI ქუთაისი / KUTAISI
2014 50.26 51.21 64.63 61.64 41.10
2015 60.12 51.24 51.81 61.65 66.12
2016 39.61 49.41 43.61 0.00 51.88
2017 36.71 50.31 43.80 0.00 52.62
2018 44.00 52.00 40.35 67.00 65.00
2019 38.85 44.87 40.35 65.49 47.10

მუნიციპალიტეტის ინდექსის სტატისტიკა წლების მიხედვით